ბრუქსიზმი, ანუ კბილების კრაჭუნი
კბილების კრაჭუნს რამდენიმე მიზეზი აქვს:
- კბილები, რომლებიც პირის ღრუში არასწორადაა განლაგებული
- ტკივილი, რომელიც გამოწვეულია კბილების ამოჭრისგან
- სტრესი, გამოწვეული, მაგალითად, მეგობართან უთანხმოებისგან.
- სამედიცინო მიზეზი, ვთქვათ, ჰიპერაქტიურობა, მედიკამენტების უკუჩვენება და სხვ.
ხშირად, ბრუქსიზმი საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას და ასაკთან ერთად თვითონ გაივლის, თუმცა აუცილებელია, კარგად გამოიკვლიო შენი პატარას სიმპტომები.
ბრუქსიზმი რიგ შემთხვევებში, იწვევს თავის, ყურის, ყბა-სახის ძვლებისა და კბილების ტკივილს. იმ შემთხვევაში, თუ მინანქარი გაცვდა სახასიათოა მგრძნობიარე კბილებიც.
ბრუქსიზმის დიაგნოზის დასმა დაკვირვებით და ბავშვის ჩივილების მოსმენითაა შესაძლებელი. პატარამ არ იცის, რომ ის ძილის დროს კბილებს აკრაჭუნებს, მაგრამ ამ დროს, კბილები ერთმანეთზე ხახუნისას სპეციფიკურ ხმას გამოსცემენ. სხვა შემთხვევაში, ბავშვმა შეიძლება შემოგჩივლოს ღეჭვისას ტკივილზე.
ბრუქსიზმის აღმოჩენისას აუცილებელია ბავშვი ეწვიოს სტომატოლოგს. ის დაათვალიერებს კბილების მინანქარს, გამოიყენებს წყლისა და ჰაერის ჭავლს სენსიტიურობის შესამოწმებლად და დასვამს ზუსტ დიაგნოზს.
ხშირად, ექიმი ნიშნავს სპეციალურ კაპებს, რომლებიც ხელს უშლის კბილების ცვეთას, დამატებით, ძილის წინ, მნიშვნელოვანია ბავშვისათვის სტრესის მოხსნა და მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. ძირითადად, ბრუქსიზმი სარძევე კბილების მოცვლასთან ერთად ქრება, მანამდე კი კბილების პერიოდული შემოწმება ბავშვს თავიდან აარიდებს შემდგომ გართულებებს.